საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის გაუქმებული ბეჭდის,

ბლანკებისა და შტამპის განადგურების კომისიის შექმნის შესახებ“ დეკანის 2015 წლის  2 ოქტომბრის 

N013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 30 სექტემბრის N129/02-01 ბრძანების საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის გაუქმებული ბეჭდის, ბლანკებისა და შტამპის განადგურების კომისიის შექმნის შესახებ“ დეკანის 2015 წლის 2 ოქტომბრის N013 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

2. შეიქმნას ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბეჭდის, შტამპისა და ბლანკების განადგურების კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი მზია წერეთელი-ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) თამარ შუბითიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი;

გ) თამარ ხიდაშელი-ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;

დ) სალომე ჩიტიშვილი-ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მატერიალრი რესურსების მართვის სამსახურის უფროსი;

ე) მარიამ ბაკაშვილი-ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური მთავარი სპეციალისტი (მეორე კატეგორია).

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.